სებალიოსი: „შეიძლება, ობამეიანგი რონალდუს შევადაროთ“

ესპანელი ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, რომელიც იჯარით არსენალში თამაშობს, ახალ გუნდზე საუბრობს:

„მიყვარს ეს ქალაქი, პრემიერლიგა და არსენალი. ძალიან მიხარია, რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი ვარ.
სიმართლე რომ გითხრათ, რეალსა და არსენალს შორის რაიმე განსხვავებას ვერ ვხედავ. აქ გულშემატკივრები მგრძნობიარეები არიან და მათ ფეხბურთელები უყვართ. შესაბამისად, ადაპტაცია საკმაოდ მარტივია. გულშემატკივრები აქ თავს ისე გაგრძნობინებენ, თითქოს, გუნდის წევრი დიდი ხნის წინ გახდი.
გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. შემტევი ტრიო ნებისმიერ გუნდთან განსხვავებას ქმნის. შეიძლება, ობამეიანგი რონალდუს შევადაროთ. ორივე მათგანი გოლის გატანის წყურვილით არის შეპყრობილი. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ლაკაზეტი? ჩემი აზრით, ის საუკეთესოა. ფრანგს ფეხბურთი შესანიშნავად ესმის და თუ იდეალურ ფორმაშია, გუნდისთვის ბევრი რაღაცის მიცემა შეუძლია.“
23 წლის ესპანელი მადრიდულ გრანდს 2017 წელს ბეტისიდან შეუერთდა. სებალოსმა რეალის მაისურით 56 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის ხშირად თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა. გასულ ზაფხულს დანი არსენალში იჯარით გადავიდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

LIVE | არსენალი v ვიტორია

LIVE | არსენალი v ვიტორია

ევროპის ლიგის შეხვედრაში "არსენალი" საკუთარ მოედანზე "ვიტორია გიმარაეშს" შეხვდება. გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს და ლაივს. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება