„არსენალი“ მზად არის, ხამესში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

"არსენალი" მზად არის, რომ მადრიდის „რეალს“ ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.

Daily Express – ის ინფორმაციით „არსენალის“ ხელმძღვანელობა ყველაფერს ეცდება, რომ „რეალის“ კოლუმბიელი ლეგიონერი საკუთარ გუნდში გადმოიყვანოს.

28 წლის კოლუმბიელში ლონდონელები „სამეფო კლუბს“ 35 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, თუმცა „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ხამეს როდრიგესს 42 მილიონ ფუნტად აფასებს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "არსენალის" კონკურენტები „ნაპოლი“ და „ატლეტიკო“ იქნებიან. ამ კლუბების ხელმძღვანელები ხამეს როდრიგესით სერიოზულად არიან დაინტერესებულები.

მიმდინარე სეზონში ხამესმა „რეალის“ შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთი საგოლე პასი შეასრულა.                          

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

„არსენალი“ მზად არის, ხამესში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

„არსენალი“ მზად არის, ხამესში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

"არსენალი" მზად არის, რომ მადრიდის „რეალს“ ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება