„არსენალმა“ უნაი ემერი დაითხოვა

„არსენალმა“ თავის ოფიციალურ გვერდზე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უნაი ემერის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. ესპანელ სპეციალისტთან განშორება განპირობებულია ამ სეზონში „მეთოფეთა“ არადამაკმაყოფილებელი შედეგებით.

ბოლო მატჩში „არსენალმა ევროპალიგის მეხუთე ტურში შინ წააგო „აინტრახტთან“ 1:2.

ემერიმ „არსენალი“ 2018-19 წლების სეზონის წინ ჩაიბარა – მან პოსტზე ლეგენდარული არსენ ვენგერი შეცვალა. შარშან, ემერის ხელმძღვანელობით „არსენალი“ მეხუთე ადგილზე გავიდა პრემერლიგაში, ასევე ითამაშა ევროპის ლიგის ფინალში, რომელშიც „ჩელსისთან“ დამარცხდა.

წლევანდელი პრემიერლიგის 13 ტურის შემდეგ, „არსენალი“ ცხრილში მერვე ადგილზეა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

LIVE | ლივერპული v არსენალი

LIVE | ლივერპული v არსენალი

კარაბაოს თასის 1/8 ფინალში "არსენალი" გასვლაზე "ლივერპულს" დაუპირისპირდება. გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს და ლაივს. …

Genka 29 ნოემბერი 2019 18:35
როგორც იქნა
Levan 29 ნოემბერი 2019 19:08
გუდ იბინინ <3
კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება