„არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი „ბორნმუთში“ ითამაშებს


"არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი, ჯეკ უილშერი „ბორნმუთში“ გადავიდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.

უილშერი ამ კლუბში ადრეც თამაშობდა – 2016-17 წლებში იჯარის წესით.

29 წლის ნახევარმცველი შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ უკლუბოდ იყო დარჩენილი მას შემდეგ, რაც „ვესტ ჰემი“ დატოვა.

„ბორნმუთი“ ინგლისის ჩემპიონშიფში თამაშობს და 24 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩესტერ იუნაიტედი 0-1 არსენალი | პრემიერ ლიგა | ვიდეო მიმოხილვა

მანჩესტერ იუნაიტედი 0-1 არსენალი | პრემიერ ლიგა | ვიდეო მიმოხილვა

პრემიერ ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში "არსენალმა" გასვლაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 0-1 დაამარცხა. …

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
აღარ მაჩვენო