იან რაითი: „20 წლის ასაკში ტონი ადამსი არსენალის კაპიტანი იყო და რატომ არ შეიძლება, მეთოფეებს გენდუზიმ უკაპიტნოს“

ლონდონის არსენალის ლეგენდარული შემტევი, იან რაითი, მანჩესტერ იუნაიტედისა და არსენალის შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლონდონური გუნდის ნახევარმცველი, მატეო გენდუზი, შესანიშნავად გამოიყურებოდა:

„თუ გვინდა, ამ მატჩიდან რაიმე პოზიტივი დავინახოთ, ეს მატეო გენდუზია. ის ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. ის არის ფეხბურთელი, ვისაც გუნდი წინ მიჰყავს.
არსენალის კაპიტნად გრანიტ ჯაკა დანიშნეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს წოდება გენდუზისა და ობამეიენგს უფრო ეკუთვნოდათ. გენდუზი ჯერ 20 წლის არის, მაგრამ ლიდერის თვისებები აქვს. ალბათ, გახსოვთ, რომ ტონი ადამსი 20 წლის ასაკში კაპიტანი იყო. როგორც ჩანს, ემერი არ არის იმდენად ძლიერი, რომ მატეოს კაპიტნობა ანდოს.“
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

„ფრანს ფუტბოლმა“ ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დაასახელა

„ფრანს ფუტბოლმა“ ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დაასახელა

ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“  2019 წლის „ოქროს ბურთზე“ წარდგენილი 30 ნომინანტი დაასახელა. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება