ვილიამ გალასი: "არსენალს" დიეგო კოშტა სჭირდება


"არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ვილიამ გალასი ამბობს, რომ დიეგო კოშტა ახლდანდელ "არსენალს" ხასიათს შემატებდა.

"ის გუნდს ხასიათს შემატებს. მას უბრალოდ თამაშების მოგება სურს. თუ მისი თანაგუნდელები კარგად ვერ თამაშობენ, ის თამაშის მსვლელობისასვე დაუყვირებს მათ, ზოგჯერ კი ეს საჭიროა."

"ზოგჯერ, როდესაც "არსენალის" მატჩებს ვუყურებ, მათ არანაირი რეაქცია არ აქვთ გაშვებულ გოლზე. არ ჰყავთ ისეთი მოთამაშე, როგორიც დიეგო კოშტაა, რომელიც დაუყვირებდა თანაგუნდელებს და ჰკითხავდა, თუ რა ჯანდაბას აკეთებენ ისინი".


პეპეზე...

"ვინ გადაიხადა მასში ასეთი თანხა? ფეხბურთი ახლა საგიჟეთია. თუ ფეხბურთელი რამდენიმე მატჩს კარგად ჩაატარებს, კლუბები მზად არიან კოლოსალური თანხები გადაიხადონ. ამ მომენტისთვის პეპე არ ამართლებს მასში ჩადებულ თანხებს. იმედია, ეს მაგალითი იქნება საფეხბურთო კლუბებისთვის - არ არის საჭირო ფეხბურთელებისთვის კოლოსალური თანხების გადახდა".
"ეს პეპეს ბრალი არ არის. ეს კლუბის ბრალია".


ობამეიანგზე...

მან კარგი სეზონები ჩაატარა "არსენალში", შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი თამაშები არ იყო უმაღლეს დონეზე. შესაძლოა ის დაღლილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის დაბრუნდება".

შემთხვევითი სიახლე

ესპანური პრესა: "ბარსელონა" 21 მილიონს ითხოვს

ესპანური პრესა: "ბარსელონა" 21 მილიონს ითხოვს

ესპანური პრესა ავრცელებს, რომ "ბარსელონა" თავისი მეკარის სანაცვლოდ 21 მილიონს ითხოვს. …

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
აღარ მაჩვენო