ტორეირა შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს

"არსენალის" ნახევარმცველის, ლუკას ტორეირას გადაბირება "მილანსა" და "ნაპოლის" სურთ. ამ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით 23 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი ლონდონურ გუნდში თავს ბედნიერად არ გრძნობს და წასვლა უნდა. როგორც მოგეხსენებათ "არსენალში" გადასვლამდე ტორეირა ჯერ პესკარას, ხოლო შემდეგ სამპდორიას ღირსებას იცავდა. ურუგვაელი "არსენალს" 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ "მეთოფეთა" მაისურით 65 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

როგორც ცნობილია "მილანსაც" და "ნაპოლისაც" ფეხბურთელის იჯარით აყვანა და შემდგომ გამოსყიდვა სურთ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

არსენალი 2-0 მანჩესტერ იუნაიტედი | პრემიერ ლიგა | სრული მატჩი | Full HD

არსენალი 2-0 მანჩესტერ იუნაიტედი | პრემიერ ლიგა | სრული მატჩი | Full HD

პრემიერ ლიგის 21-ე ტური, სეზონი 2019-2020, "არსენალი" 2-0 "მანჩესტერ იუნაიტედი". გთავაზობთ შეხვედრის სრულ ვიდეო ჩანაწერს Full HD არისხში. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება