ემერის ზაჰას შეძენა სურდა და არა პეპესი


უნაი ემერის ზაჰას შეძენა სურდა და არა პეპესი, მაგრამ "არსენალმა" სხვაგვარად გადაწყვიტა.

ემერიმ გვიამბო, რომ პეპეს შეძენა ზაჰას ნაცვლად კლუბის გადაწყვეტილება იყო.

"მსურს იმ ფეხბურთელების შეძენა, რომლებსაც მე ვიცნობ. როდესაც ჩვენ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ვთამაშობდით, ზაჰამ მაჩვენა, რომ ის კარგი მოთამაშეა".

"ვფიქრობ, ნიკოლა პეპეც კარგი მოთამაშეა". უბრალოდ, გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გაითვალისწინო, რამდენად იოლი იქნება მოთამაშესათვის ადაპტაცია.

"მიმაჩნდა, რომ ზაჰასთვის უფრო ადვილი იქნებოდა ადაპტაციის გავლა, იმიტომ რომ ის უკვე თამაშობდა პრემიერ ლიგაში, პეპეს შემთხვევაში კი შეუძლებელი იყო გვცოდნოდა თუ რამდენად სწრაფად გაივლიდა პრემიერ ლიგაში დაპტაციას".

"ვფიქრობდი, რომ ზაჰას ადაპტაცია უფრო ადვილი და სწრაფი იქნებოდა, ვიდრე პეპესი", — განაცხადა ემერიმ Football London-ს.

შემთხვევითი სიახლე

LIVE: მანჩესტერ სიტი v არსენალი | პრემიერ ლიგა

LIVE: მანჩესტერ სიტი v არსენალი | პრემიერ ლიგა

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "არსენალი" გასვლაზე "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს და ლაივს. …

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
დახურვა