ვან პერსი: ,,ანრი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს''

ლონდონის ,,არსენალის'' ყოფილმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, განაცხადა, რომ ტიერი ანრი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთ შანსს იმსახურებს:

,,ანრი რამდენიმე კვირის წინ ვნახე, ის რაღაც ახალს ელის. ვიღაც იტყვის, რომ ,,მონაკოში'' მისვლა შეცდომა იყო, მე კი ვუპასუხებ, რომ ეს ასე არ არის.
როცა სამწვრთნელო კარიერას ტიერის მსგავსად იწყებ და მხოლოდ 3 თვე გაქვს, ეს ძალიან რთულია. ,,მონაკოში'' არეული სიტუაცია იყო, მათ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდათ.

ანრიმ მითხრა, რომ საფრანგეთში კარგი გამოცდილება მიიღო. სამწუხაროდ, ის გუნდში მხოლოდ 3 თვით დატოვეს. თუმცა, ახლა ტიერი მზადაა და ახალ შემოთავაზებას ელოდება. ვფიქრობ, ის კიდევ ერთ შანსს იმსახურებს, შესაძლოა, პრემიერლიგაში.'' - ვან პერსის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.
,,მონაკომ'' ანრის ხელმძღვანელობით 20 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ 4-ში იმარჯვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

LIVE | არსენალი v მანჩესტერ სიტი

LIVE | არსენალი v მანჩესტერ სიტი

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში "არსენალი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს და ლაივს. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება