,,არსენალის'' თავდამსხმელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, გუნდიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო:
,,არსენალთან ხუთწლიანი კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ ამ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო. მთავარ მწვრთნელთან, მიკელ არტეტასთან ერთად მუშაობა მომწონს და არსად წასვლას არ ვაპირებ.'' - ლაკაზეტის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.
პრემიერლიგის გასულ სეზონში ლაკაზეტმა ,,არსენალის'' მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 29 წლის თავდამსხმელის ტრანსფერით მადრიდის ,,ატლეტიკო'' ინტერესდება.