
"არსენალმა" 25 წლის ინგლისელ ცენტრალურ მცველს, რობ ჰოლდინგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2024 წლამდეა გათვალისწინებული და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ფუნქციაც ექნება.