"არსენალის" მეკარე: ვენგერი ყველაზე სულელი ადამიანია ამ პლანეტაზე


"ვენგერი - ყველაზე სულელი ადამიანია ამ პლანეტაზე" - "არსენალის" ისლანდიელი მეკარე რუნარ ალექს რუნარსონი, რომელიც 16 წლის ასაკში მთელი ძალისხმევით აკრიტიკებდა მუსიე არსენს საკუთარ ტვიტერზე.

როგორც ჩანს, ადრეულ ასაკში რუნარი "არსენალს" გულშემატკივრობდა. 16-წლის ისლანდიელი "მეთოფეთა" წარუმატებლობის გამო ძალიან ბრაზდებოდა.

2011 წლის აპრილში მან დაწერა: "ჯანდაბა, ეს ვენგერი სულელია". 

ეს რეაქცია იყო "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ, როდესაც დერბიში "მეთოფეები" 3-1 იგებდნენ, საბოლოოდ კი მატჩი 3-3 დასრულდა.

რუნარი ისლანდიურად წერდა, მაგრამ 9 წლის შემდეგ ინგლისელებმა ყველაფერი გადათარგმნეს.



იმავე წლის ივნისში რუნარმა დაწერა: "არსენ ვენგერი ოდნავ სულელია".




აგვისტოში კი უფრო ძლიერად გამოხატა: "არსენ ვენგერი - ნამდვილად ყველაზე სულელი ადამიანია ამ პლანეტაზე".
როგორც ჩანს, ისლანდიელი ასე რეაგირებდა "ლივერპულთან" 0-2 წაგებაზე, ფაბრეგასისა და ნასრის გაყიდვაზე. ყველა ტვიტს თან ახლავდა შეურაცხმყოფელი ჰეშტეგი "ფრანგი ####".




როგორც კი ძველი ტვიტები მოიძიეს - რუნარსონმა ისინი წაშალა. მაგრამ მოგეხსენებათ, ინტერნეტიდან უკვალოდ არაფერი ქრება. ფანების აზრი გაიყო. ზოგ გულშემატკივრებს მეკარის "ემირეითსზე" დანახვა აღარ სურთ, ზოგიერთებს კი მიაჩნიათ, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა უკეთესია, ადამიანი, რომელიც კლუბის მიმართ გულგრილი არ არის.

შემთხვევითი სიახლე

ვესტ ბრომვიჩი 0-4 არსენალი | პრემიერ ლიგა | ვიდეო მიმოხილვა

ვესტ ბრომვიჩი 0-4 არსენალი | პრემიერ ლიგა | ვიდეო მიმოხილვა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში "არსენალმა" გასვლაზე "ვესტ ბრომვიჩი" ანგარიშით 0-4 გაანადგურა. …

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
დახურვა