„არსენალის“ ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ოფიციალურად გაახანგრძლივა ხელშეკრულება თავის ამჟამინდელ კლუბთან.
31 წლის გაბონელ ფორვარდთან ახალი კონტრაქტს გაფორმების შესახებ „არსენალმა“ სამშაბათს, სპეციალური ტრანსლიაციისას გამოაცხადა.
ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. წინა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურებოდა.
ობამეიანგი „არსენალში“ 2018 წლის ზამთარში „დორტმუნდიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 63 მილიონი ევრო შეადგინა.
ლონდონური კლუბის რიგებში ჩატარებულ 111 მატჩში გაბონელმა 72 გოლი გაიტანა.