ბენდტნერი: "ვენგერს დავურეკე და ვუთხარი, რომ ნაბიჭვარია"


"არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკლას ბენდტნერმა ავტობიოგრაფიულ წიგნში არსენ ვენგერთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

"2013 წელს "არსენალის" დატოვებასთან ახლოს ვიყავი - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაფერი მოგვარებული იყო და ტრანსფერს მხოლოდ არსენ ვენგერის ხელმოწერა აკლდა."

"2 სექტემბრის საღამოს ლონდონში ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სასტუმროში ვიყავი და ფაქსს ველოდებოდი, სადაც ვენგერის ხელმოწერილი დოკუმენტები უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა."

"საღამოს 8 საათზე ვენგერმა დამირეკა და მითხრა, რომ კლუბმა ჩემი შემცვლელის დამატება ვერ მოახერხა და კიდევ ერთი წლით მომიწევდა "არსენალში" დარჩენა. ტელეფონი გამწარებულმა გავუთიშე, შემდეგ გადავურეკე და ვუთხარი, რომ ნაბიჭვარია."

"როდესაც დავმშვიდდი, ვენგერს ავუხსენი, რომ ჩემი გუნდიდან წასვლა ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, მან კი მიპასუხა: "შესაძლოა, თუმცა წელს ეს არ მოხდება. ხვალ ვარჯიშზე გელოდები" - წელს დანიელი ფეხბურთელი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

მანჩინის იტალიის ნაკრებში გაბრიელ მარტინელის ხილვა სურს

მანჩინის იტალიის ნაკრებში გაბრიელ მარტინელის ხილვა სურს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტომ მანჩინი გამოტყდა, რომ თავის გუნდში მარტინელის ხილვა სურს …

Levan 6 ნოემბერი 2019 15:59
ვაი შე საცოდავო, მადლობის მეტი რა გეთქმის 
კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება