"არსენალის" დირექტორი მოურინიოს შეხვდა


პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ „არსენალის“ დირექტორთან რაულ სანლეჰისთან საქმიანი შეხვედრა გამართა, – დაწერა გაზეთმა „The Sunday Times“.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლის უნაი ემერის მუშაობით და აპირებს ესპანელ სპეციალისტს უახლოეს დროში გამოეთხოვოს. აღნიშნავენ, რომ „არსენალში“ სურთ იხილონ ისეთი მწვრთნელი, რომელსაც პრემიერლიგის კლუბებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

იტყობინებიან, რომ შეხვედრის დროს, მოურინიომ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შემადგენლობის შესახებ საკუთარი ხედვები გააცნო „არსენალის“ დირექტორს, რითაც სანლეჰიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ადრე დაიწერა, რომ მოურინიო დაინტერესებულია ლონდონის „არსენალში“ მუშაობით და ღიაა ინგლისური კლუბის მხრიდან შეთავაზების მისაღებად.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

ვან პერსი: ,,ანრი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს''

ვან პერსი: ,,ანრი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს''

ლონდონის ,,არსენალის'' ყოფილმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, განაცხადა, რომ ტიერი ანრი მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთ შანსს იმსახურებს: …

Levan 3 ნოემბერი 2019 17:06
ოღონდ ემერი გაუშვან და იყოს დანიშნონ მოურინიო, მაგას მაინც ჯობია ყველა ვარიანტში
Always A Gunner 3 ნოემბერი 2019 20:05
ვაის გავეყარე ვუის შევეყვარეო, მგონი ესე იქნება ჩვენი საქმე  sweat 
კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება