ემერი: "არ გვიჩვენებია ის თამაში, რომელსაც ვისურვებდით''


"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, "ვიტორია იმარაეშთან" მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

,,ამ ტურნირზე ჩვენი მიზანი ჯგუფის პირველ ადგილზე ყოფნაა. ყოველი მატჩი ფეხბურთელების გამოცდის შანსია, ისინი გამოცდილებას აგროვებენ და უკეთესები ხდებიან.

არ გვიჩვენებია ის თამაში, რომელსაც ვისურვებდით, მაგრამ კარგი განწყობით ვთამაშობდით.

ფეხბურთელთა გარკვეულ ნაწილს გამოცდილება სჭირდება, პირველ ტაიმში მატჩის გაკონტროლება ვერ შევძელით. შესვენების შემდეგ კი, ცვლილებების დახმარებით, ყველაფერი შეიცვალა.'' - ემერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ,,არსენალმა'' ,,გიმარაეშს'' უმასპინძლა და 3-2 დაამარცხა. ,,მეთოფეები'' ჯგუფს 9 ქულით ლიდერობენ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

მარტინელი ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშეა

მარტინელი ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშეა

გაბრიელ მარტინელი ”არსენალის” თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამ ინფორმაციას ”მეთოფეთა” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება