დანი სებალიოსმა პერესს თხოვნით მიმართა

ესპანელი ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, რომელიც "არსენალში" იჯარით თამაშობს, "რეალის" პრეზიდენტს შეხვდა და თავის მომავალზე ესაუბრა.

როგორც ცნობილია, მის კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ არის. ამის მიუხედავად, ესპანური გამოცემა El Desmarque, Mirror-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამ კვირაში ფეხბურთელი ფლორენტინო პერესს შეხვდა და "არსენალში" გაყიდვა სთხოვა.
სებალიოსი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ "არსენალთან" ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებას შეძლებს. მან პერესს სთხოვა "მეთოფეთა" ხელმძღვანელობას იანვარში შეხვდეს და ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართოს. თუმცა, ესპანელი ფეხბურთელი შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ პერესმა შესაძლოა უარი თქვას შეთანხმებაზე.

სებალიოსი "რეალს" "ბეტისიდან" 14 მილიონ ევროდ შეუერთდა. როგორც იტყობინებიან, მადრიდელები 42 მილიონ ევროს ითხოვენ, ხოლო "არსენალი" კი მზადაა €35m გადაიხადოს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

კრისტალ პალსი 1-1 არსენალი | პრემიერ ლიგა | მიმოხილვა

კრისტალ პალსი 1-1 არსენალი | პრემიერ ლიგა | მიმოხილვა

პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "არსენალმა" გასვლაზე "კრისტალ პალსთან" ფრედ 1-1 ითამაშა. …

Levan 21 ოქტომბერი 2019 15:40
მაგრად მოუხდა არსენალს
Always A Gunner 21 ოქტომბერი 2019 20:14
ოღონდ ეს არაა! 
კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება