ოფიციალურად: ტომას პარტეი "არსენალის" ფეხბურთელია!

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' ნახევარმცველი, ტომას პარტეი კარიერას ,,არსენალში'' გააგრძელებს, ინფორმაციას ,,მეთოფეთა'' ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ლონდონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადეს. განელი ახალ გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
,,ტომასს ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ,,არსენალის'' საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ის ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, ჩვენ კი გუნდში სწორედ ასეთი მოთამაშის ხილვა გვსურდა.
სეზონი კარგად დავიწყეთ და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ. ახლა პარტეი ჩვენი გუნდის წევრია.'' - განაცხადა ,,არსენალის'' ტექნიკურმა დირექტორმა ედუარდო გასპარმა.
პარტეი ,,ატლეტიკოში'' 2015 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ,,როხიბლანკოს'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.



შემთხვევითი სიახლე

LIVE: ლივერპული v არსენალი | პრემიერ ლიგა

LIVE: ლივერპული v არსენალი | პრემიერ ლიგა

პრემიერ ლიგის მე-3 ტურში "არსენალი" გასვლაზე "ლივერპულს" დაუპირისპირდება. გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს და ლაივს. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება