მიკელ არტეტა: ობამეიანგმა უნდა იგრძნოს, რომ კლუბში საკვანძო ფიგურაა

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აპირებს კლუბი თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებების წარმართვას.

„ვფიქრობ, ჩვენი ვალდებულებაა, მას ვაგრძნობინოთ, რომ „არსენალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება მის კარიერაში სწორი ნაბიჯი იქნება. ამისთვის, მან უნდა იცოდეს, რომ გუნდში მას ვაფასებთ. მან უნდა დაიჯეროს, რომ კლუბი წინ ივლის და მას ამაში საკვანძო როლი ექნება. მე კმაყოფილი ვარ პიერ-ემერიკის ქცევით და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – ამბობს არტეტა „არსენალის“ ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

პეტიმ

პეტიმ "არსენალის" ნახევარმცველი გააკრიტიკა

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ, გრანიტ ჯაკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასში კაპიტნის თვისებებს ვერ ხედავს. …

ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.