ფენერბაჰჩეს იოზილის იჯარით აყვანა სურს

„ფენერბაჰჩე“ დაინტერესებულია  „არსენალისგან“ ნახევარმცველ მესუთ იოზილი იჯარით იყვანოს და ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, – წერს თურქული გამოცემა Takvim.

გერმანელი ვეტერანი  „არსენალის“ ბოლო სამი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა და ვარაუდობენ,  რომ  „მეთოფეებში“ მისი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. 30 წლის იოზილმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი იოზილს დანი სებალიოსსა და ჯო უილოკს ამჯობინებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „არსენალი“ მზად არის გერმანელი იჯარით გაუშვას, რომ მისი ხელფასის ნაწილი მაინც ამ გარიგების შედეგად დაფაროს.
მესუთ იოზილის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ის „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობს, სულ კლუბში კი 233 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 74 შედეგიანი პასი შეასრულა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

კონორ მაკგრეგორი:

კონორ მაკგრეგორი: "კირან ტირნის ვგულშემატკივრობ"

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი გამოტყდა, რომ კირან ტირნის გულშემატკივარი გახლავთ. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება