აგენტი: იოზილი „არსენალს“ კონტრაქტის ამოწურვამდე არ დატოვებს

„არსენალის“ ნახევარმცველის, მესუთ იოზილის აგენტი ირწმუნება, რომ მისი კლიენტი ლონდონურ კლუბს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ დატოვებს.

„ჯერ ჩვენ მესუთის მომავალს არც კი განვიხილავთ. მას „არსენალში“ სათამოშოდ 15 თვე აქვს დარჩენილი, – ციტირებს იოზილის აგენტის სიტყვებს iNews. – წინ კიდევ ერთ წელზე მეტია დარჩენილი და სანამ კონტრაქტი არ ამოიწურება იოზილი „არსენალიდან“ წასვლას არ აპირებს.“

„არსენალმა“ იოზილი „რეალისგან“ 2013 წელს 47 მილიონ ევროდ შეიძინა.

მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილმა „არსენალის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლის ივნისში იწურება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

მიკელ არტეტა: „ზაფხულისთვის მზადება უკვე დაწყებულია“

მიკელ არტეტა: „ზაფხულისთვის მზადება უკვე დაწყებულია“

"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, აცხადებს, რომ მან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყო. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება