რონალდინიო მარტინელიზე: ის რონალდოს მაგონებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდინიომ, ,,არსენალის'' თავდამსხმელზე, გაბრიელ მარტინელიზე ისაუბრა:

,,ბრაზილიელებს მარტინელის თამაში ძალიან გვახარებს. გქონდეს ნიჭი ერთია, მაგრამ აბსოლუტურად სხვაა 18 წლის ასაკში ასეთი თავდაჯერებული იყო.

ის რონალდოს მაგონებს. როცა ევროპაში ჩატარებულ პირველ სეზონში რონალდომ 30 გოლი გაიტანა, ხალხი ფიქრობდა, ვინ იყო ეს 18 წლის ბრაზილიელი. მას თამაში უნდოდა და არაფრის შიში არ ჰქონდა. ახლა იმავეს მარტინელიში ვხედავ. რონალდო მსოფლიოს საუკეთეშო ფეხბურთელი გახდა, ეს მიზნად შეიძლება მარტინელიმაც დაისახოს.'' - რონალდინიოს სიტყვებს Mirror-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში მარტინელის ანგარიშზე ,,არსენალის'' მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 10 გოლია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

მოურინიოს რეკორდის დასამყარებლად „არსენალის“ გაწვრთნა სურს

მოურინიოს რეკორდის დასამყარებლად „არსენალის“ გაწვრთნა სურს

რიტანული გაზეთის „სანის“ ინფორმაციით, 56 წლის ჟოზე მოურინიო მზად არის სათავეში „არსენალს“ ჩაუდგეს. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება