ოფიციალურად: სედრიკ სოარეში "არსენალის" ფეხბურთელია

„არსენალმა“ პორტუგალიის ნაკრების მარჯვენა მცველი სედრიკ სოარეში დაიმატა. როგორც „მეთოფეების“ ვებგვერდი იტყობინება, 28 წლის სოარეში ლონდონში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
28 წლის ფეხბურთელი ბოლოს "საუთჰემპტონის" ღირსებას იცავდა. სედრიკი პოზიციით მარჯვენა განაპირა მცველია. მას პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.

"სედრიკი არის მცველი, რომელსაც აქვს პრემიერ ლიგისა და სანაკრებო დონის კარგი გამოცდილება. ის ჩვენი დაცვითი ხაზის კიდევ ერთი ძლიერი შენაძენია. ვიცი, რომ იგი სრული მონდომებითა და ენერგიით თამაშობს", - განაცხადა "არსენალის" ტექნიკურმა დირექტორმა ედუმ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

ჯაკა არსენალის ფანებს:

ჯაკა არსენალის ფანებს: "F*ck Off" [ვიდეო]

"კრისტალ პალასთან" მატჩის დროს, ჯაკას და "არსენალის" ფანების დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს მიაღწია. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება