ოფიციალურად: პაბლო მარი "არსენალის" ფეხბურთელია


„არსენალმა“ „ფლამენგოს“ 26 წლის ესპანელი მცველი პაბლო მარი გაიფორმა. ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით გადავიდა და სეზონის ბოლომდე ითამაშებს პრემიერ ლიგაში. ამასთან, „არსენალს“ მარის გამოსყიდვის უფლება ექნება.

ესპანელი ლონდონელთა დამრიგებლის მიკელ არტეტას პირველი შენაძენი გახდა.

პაბლო მარი „ფლამენგოში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან“, რომლის შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 

ბრაზილიურ კლუბში მარიმ 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. 

„ფლამენგოში“ მან მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესი.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

LIVE | ბარნლი v არსენალი

LIVE | ბარნლი v არსენალი

პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "არსენალი" გასვლაზე "ბარნლი" შეხვდება. გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს და ლაივს. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება