Mundo Deportivo: ობამეიანგი „ბარსელონაში“ გადასვლას თანხმდება

„არსენალის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, შესაძლოა, „ბარსელონას“ მოთამაშე გახდეს. წყაროს ცნობით, კატალონურ კლუბს უკვე აქვს შეთანხმება გაბონელთან ტრანსფერის თაობაზე.

იტყობინებიან, რომ „არსენალი“ არ აპირებს 30 წლის ფეხბურთელთან გამოთხოვებას, მაგრამ ტრანსფერის ალბათობა გაიზრდება, თუ ობამეიანგი თანხმობას განაცხადებს კატალონიაში გადაბარგებაზე.

„ბარსელონაში“ იციან „არსენალთან“ კონტრაქტის პირობების შესახებ. კერძოდ, ესპანური კლუბი ფლობს ინფორმაციას, რომ შეთანხმება მხარეებს შორის 2021 წელს იწურება. არადა, ლონდონურ კლუბს ამის შესახებ არსად გამოუცხადებია.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ძირითადი ფორვარდი ლუის სუარესი ოთხი თვით გამოვიდა მწყობრიდან ტრავმის გამო.

მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა 22 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

ჩელსი 2-2 არსენალი | პრემიერ ლიგა | მიმოხილვა

ჩელსი 2-2 არსენალი | პრემიერ ლიგა | მიმოხილვა

პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში "არსენალმა" გასვლაზე "ჩელსის" წინაღმდეგ ფრედ 2-2 ითამაშა. …

კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება