„არსენალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ლონდონურ კლუბში მისდამი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის შეცვლას გეგმავს.
როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, 20 წლის ფეხბურთელის პროტესტის მიზეზი მცირე სათამაშო დროა.
გაბრიელ მარტინელი ლონდონელთა რიგებს 2019 წელს შეუერთდა. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.