ემერი: „ვიმედოვნებ, ტირნი სრულ მზადყოფნაშია“

ხვალ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში ლონდონის არსენალი სტანდარტ ლიეჟს დაუპირისპირდება. მატჩის წინ მეთოფეთა თავკაცმა, უნაი ემერიმ, ჟურნალისტებთან კირან ტირნიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ, შესაძლოა, მან ითამაშოს: „იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც მან მიიღო, მისთვის ყველა ნაბიჯი თანმიმდევრული უნდა იყოს. მას მანჩესტერთან არ უთამაშია, რადგან მცირე დისკომფორტი ჰქონდა. ექიმმა გვირჩია, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ მას არ ეთამაშა. ჩემი აზრით, ტირნი სათამაშოდ უკვე მზად არის. ვიმედოვნებ, რომ ხვალ ის სრულ მზადყოფნაში იქნება.“ შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

შემთხვევითი სიახლე

LIVE | არსენალი v ოლიმპიაკოსი

LIVE | არსენალი v ოლიმპიაკოსი

ევროპის ლიგის განმეორებით შეხვედრაში "არსენალი" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" შეხვდება. გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს და ლაივს. …

Admin 2 ოქტომბერი 2019 15:35
კარგი ბიჭია ტირნი!
კომენტარის დამატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება